Recent Posts by admin

მითი 1 – მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო

„მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო“ ფაშისტური გერმანიის დამარცხების წარმოჩენა სტალინის პირად დამსახურებად არასწორია. იმ უდიდეს ადამიანურ მსხვერპლზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხალხებმა გაიღეს, ეს შეხედულება უგულებელყოფს მოკავშირეებისა და მათი ლიდერების, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბურ სამხედრო, მატერიალურ და დიპლომატიურ წვლილს ამ საქმეში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „ფაშისტური ღერძის“…
სრულად

მითი 2 – ადამიანთა მასობრივი დახვრეტების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა

მითი 2 - „ადამიანთა მასობრივი დახვრეტების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა“ ეს მითი გვხვდება ორი ვერსიით: პირველ ვარიანტში მოცემულია დაშვება, რომ სტალინი სამართლიანად ეძებდა და ანადგურებდა ხალხის მტრებს, რადგან ისინი ხელს უშლიდნენ კომუნისტური საზოგადოების შენებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩატარებულ „დიდ წმენდას“ შესაძლოა უდანაშაულო ხალხიც ეწირებოდა, მაგრამ ეს იყო მსხვერპლი, გაღებული „დიადი მიზნისთვის“. მეორე ვერსიის მიხედვით, ადამიანების…
სრულად

მითი 3 – წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის

  „წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის“ საბჭოთა რუსეთის ცეკას წევრებს შორის საქართველოს სწრაფი გასაბჭოებით ყველაზე მეტად სტალინი იყო დაინტერესებული. ბოლშევიკური პარტიის ელიტაში მის პოლიტიკურ მდგომარეობას, კარიერასა და ავტორიტეტს დიდ უხერხულობასა და პრობლემას უქმნიდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა. ამდენად, საქართველოს სწრაფი გასაბჭოება მისთვის არა უბრალოდ პოლიტიკური, არამედ პირადი ინტერესის…
სრულად

მითი 4 – სტალინი რელიგიური ადამიანი იყო

„სტალინი რელიგიური ადამიანი იყო“ ეს მითი  ბოლო ოცწლეულში შეიქმნა. იგი ძლიერ პოპულარულია და აქტიურად ავრცელებენ რუსეთში, განსაკუთრებით პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს მითი ვრცელდება პოსტსაბჭოთა სივრცის მართლმადიდებელ ქვეყნებშიც. ტრადიციულად, რუსული სახელმწიფო იდეოლოგიის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა იმპერიული და შოვინისტური მისწრაფებებით. ამდენად, სტალინის, როგორც მართლმადიდებლობის მფარველი სახელმწიფო მოღვაწის, იმიჯი ზუსტად პასუხობს…
სრულად

მითი 5 – სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე

სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე მითი იმის შესახებ, რომ სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაზრდაზე, მისი ძველი, ისტორიული რეგიონების შემოერთებაზე, პოპულარული ლეგენდაა, ლეგენდა, რომელსაც ხშირად იყენებენ დისკუსიისას, როგორც სტალინის საქართველოსადმი სიყვარულის დასტურს. ამ მითის არსებობა ორ კონკრეტულ ფაქტს ეფუძნება: სტალინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მასობრივი ეთნიკური დეპორტაციები და საბჭოთა პროპაგანდა იმის შესახებ, რომ სტალინი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან გამართულ…
სრულად

მითი 6 – სტალინი ბრწყინვალე მენეჯერი იყო

„სტალინი ბრწყინვალე მენეჯერი იყო“ საბჭოთა პროპაგანდა სტალინს წარმოაჩენდა როგორც ბრძენ ბელადს, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. რეალურად კი სახელმწიფოს მართვაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომები, რომელთა გამოსწორებას ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. სტალინის სიჯიუტე და ავტორიტარული მართვის სტილი მორჩილ კადრებს მოითხოვდა და სრულიად გამორიცხავდა წარმატებულ, კარგ მმართველობაზე…
სრულად

მითი 7 – სტალინი კარგი ქართველი იყო – უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები

„სტალინი კარგი ქართველი იყო - უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები“ საქართველოში სტალინის კულტის დამკვიდრებას ხელი შეუწყო სტალინის ქართულმა წარმოშობამ. როდესაც საუბრობენ სტალინის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე, მოიხმობენ მისი ბიოგრაფიის ადრეულ ეპიზოდებს. კერძოდ, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ რამდენიმე ლექსს, რომლებშიც თითქოს აშკარად ჩანს სტალინის სიყვარული სამშობლოს მიმართ. იხსენებენ აგრეთვე მისი ცხოვრების გვიანდელ პერიოდს, როდესაც ის შვებულების პერიოდს საქართველოში ატარებდა…
სრულად

მითი 8 – სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა

„სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა“ ეს მითი უკავშირდება სტალინის სიცოცხლეში შექმნილ პორტრეტს - მშრომელი ხალხის კეთილდღეობისთვის მარად მზრუნველი „ყველა დროისა და ხალხების მამა“. ისტორიაში არნახული მასშტაბისა და გავლენის სტალინის კულტი, რომლის შექმნაზეც სტალინის ბრძანებით წლების განმავლობაში მუშაობდნენ სახელმწიფო და სამეცნიერო დაწესებულებები, მოიცავდა სტალინის პროპაგანდისტულ იმიჯს - თითოეულ საბჭოთა მოქალაქეზე მზრუნველი ბელადი ცხოვრობდა…
სრულად

მითი 9 – სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფოს ინტერესებს შესწირა

„სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფოს ინტერესებს შესწირა“ ამ მითის საფუძველი თავისთავად იყო სტალინის კულტის მთავარი ლოზუნგი - „ყველა ხალხის მამა“. ბუნებრივია, იგი უპირველესად თავისი ოჯახისა და შვილების სანიმუშო მამა უნდა ყოფილიყო. 1967 წელს საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში გაქცეულმა სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ გამოაქვეყნა მემუარები „ოცი წერილი მეგობარს“, რომელმაც სერიოზულად შეარყია ლეგენდა მეოჯახე სტალინზე. დღესდღეობით არ0სებული მრავალი…
სრულად

მითი 10 – სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო

     „სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო“ ეს მითი საბჭოთა პროპაგანდამ სტალინის ეპოქაში, მისივე მცდელობითა და თანამოაზრეების მხარდაჭერით შექმნა. მიზანი იყო ცხადი - საბჭოთა მოქალაქეებს, პარტიის წევრებს უნდა ერწმუნათ, რომ სტალინი იყო ლენინის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრე, ვინც შეძლებდა ლენინის საქმის გაგრძელებას. სტალინის თითოეული სიტყვა, ნააზრევი, ქმედება მარქსიზმ-ლენინიზმის ფუძემდებლურ დოგმად იყო გამოცხადებული. რეალურად, სტალინმა მხოლოდ გამოიყენა…
სრულად

მითი 11 – სტალინი ძლიერი ორატორი იყო და დასავლეთის ლიდერებს უჭირდათ მის არგუმენტებთან გამკლავება

„სტალინი ძლიერი ორატორი იყო და დასავლეთის ლიდერებს უჭირდათ მის არგუმენტებთან გამკლავება“ ტოტალიტარული პროპაგანდა სტალინს, როგორც ბელადს, უნივერსალურ, სრულყოფილ ლიდერად წარმოაჩენდა. ანტიდემოკრატიული გამოცემები თუ ინტერნეტრესურსები დღესაც ხშირად ავრცელებენ უინსტონ ჩერჩილისა თუ ფრანკლინ დელანო რუზველტის „ციტატებს“ იმის შესახებ, თუ როგორ ეფექტურად ახერხებდა სტალინი მათ დადუმებას „ოსტატური რიტორიკითა“ და „ძლიერი არგუმენტებით“. სინამდვილეში, ობიექტურ ისტორიულ მასალებში არაფერია ნათქვამი სტალინის…
სრულად

მითი 12 – სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული

„სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული“ ამ მითს საფუძველი საბჭოთა პერიოდშივე ჩაეყარა, თუმცა დღემდე აგრძელებს არსებობას და მეტიც, მისი ახალი შტრიხებით გამდიდრებას ცდილობენ. გავრცელებული მოსაზრებით, სტალინის ბიბლიოთეკაში იყო დაახლოებით 20 000 წიგნი და ყველა ისეთი მინიშნებებით, რაც ადასტურებს, რომ სტალინს ისინი წაკითხული ჰქონდა. 1939 წელს, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრად სტალინის არჩევამ ხელი შეუწყო მისი, როგორც…
სრულად

მითი 13 – სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე

„სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე“ ხშირად ისმის მოსაზრება, რომ სტალინის ძეგლი ისევე უნდა იდგეს საქართველოში, როგორც მუსოლინისა იტალიაში, ხოლო ჰიტლერისა გერმანიაში. „თუკი ევროპის მოწინავე ქვეყნები აფასებენ მათს ისტორიულ როლს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოში?“ ეს არგუმენტი ხშირად გამოიყენება გორსა თუ სხვა ქალაქებში სტალინის ძეგლის აღმართვის მცდელობისთვის ერთგვარი ისტორიული სამართლიანობის მისანიჭებლად. სინამდვილეში…
სრულად

Recent Comments by admin

No comments by admin yet.