მითი 13 – სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე

სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე“

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ სტალინის ძეგლი ისევე უნდა იდგეს საქართველოში, როგორც მუსოლინისა იტალიაში, ხოლო ჰიტლერისა გერმანიაში. „თუკი ევროპის მოწინავე ქვეყნები აფასებენ მათს ისტორიულ როლს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოში?“ ეს არგუმენტი ხშირად გამოიყენება გორსა თუ სხვა ქალაქებში სტალინის ძეგლის აღმართვის მცდელობისთვის ერთგვარი ისტორიული სამართლიანობის მისანიჭებლად.

სინამდვილეში იტალიაში არ დგას მუსოლინის ძეგლი, ისევე როგორც არც გერმანიაში - ჰიტლერის. ბრეშაში, ქალაქში, რომელშიც მუსოლინი დაიბადა, მისი ძეგლი 1945 წელს - მეორე მსოფლიო ომის დასასრულისას აიღეს. ის, რომ ჰიტლერის მშობლიურ ქალაქ ზალცბურგში არსებობს მისი ძეგლი ან ბიუსტი, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ზალცბურგში არის არა ძეგლი, არამედ მემორიალური ქვა, რომელიც ჰიტლერს კი არა, ფაშიზმის დიქტატურის შედეგად დაღუპულ ადამიანებს ეძღვნებათ. ამ მემორიალურ ქვაზე ასეთი წარწერაა: „თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის. ფაშიზმი აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს, მილიონობით დაღუპული გვთხოვს ამას“.

51.

საქართველოს ფარგლებს გარეთ სტალინის ერთეული ძეგლები შემორჩენილია: ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და რუსეთის ფედერაციაში. უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს სტალინის ძეგლების დემონტაჟი, და მხოლოდ უკრაინის ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში ვერ ხორციელდება ეს. რუსეთში კი ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს ადგილობრივი კომუნისტების ინიციატივით დაიწყო სტალინის ძველი ძეგლების ხელახლა აღმართვა (იაკუტია, სტავროპოლი, თათარსტანი, მარი, დაღესტანი) და ეს გადაწყვეტილება დაუკავშირეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს. ამ ძეგლების უმეტესობაც სამშენებლო პოლიგონებზე, მიწაშია ნაპოვნი და მხოლოდ ორი მათგანია ახალი.

ამჟამად, სტალინის ძეგლები არსებობს მხოლოდ იმ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარულ წარსულს შეფასება არ მისცემია და თანამედროვე მმართველობაც ავტორიტარული ტენდენციისაა. მუსოლინის ან ჰიტლერის ძეგლს ვერსად შეხვდებით იტალიასა თუ გერმანიაში. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებასა და თავისუფლებას, საჯარო სივრცეებს არ იყენებენ დიქტატორთა განმადიდებელი ძეგლების აღსამართად.

50.

No Comments Yet.